logo
ENG


ოდიშარია მელიაზე: კანონს ვერ დავარღვევთ, სახელმწიფოს აქამდე ნაშენები ნაგებობა დაგვენგრევა
  • 901ნახვები

ნიკა მელიას ჩვენ კი არ ვუწყვიტავთ, თავად იწყვიტავს, იმიტომ, რომ ჩვენ კანონს ვერ გადავაბიჯებთ, გამორიცხულია, ხომ ხვდებით. ჩვენ რომ კანონი დავარღვიოთ ხვალ სხვა დაარღვევს, ზეგ სხვა იქნება ხელისუფლებაში, ის დაარღვევს და ნიშნავს, რომ ეს ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს აქამდე ნაშენები ნაგებობა დაგვენგრევა საფუძვლამდე.

ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა, დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მთავარ არხს განუცხადა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის, გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ხვალ, 16 თებერვალს საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა