სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე პროვოკატორი და მაშველი რგოლია. პუტინის რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება ნაციონალურ მოძრაობას და დესტაბილიზაციას საქართველოში. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება პუტინის რუსეთს და დესტაბილიზაციას საქართველოში. ნაცმოძრაობის ანტირუსული რიტორიკა ყალბია. ნაცმოძრაობის პროდავასლური რიტორიკა შესაბამისად, კიდევ უფრო ყალბია. 20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს, როგორც "გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე". ნიკანორ მელია შეგნებულად და კონკრეტული მიზნით გადის კანონის ჩარჩოებიდან. ე.წ. გაყალბებული არჩევნების ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე, ნაცები დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ. გავრილოვი-მელიას 2019 წლის 20 ივნისის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდა, გავრილოვი-მელიას 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმაც ჩავარდება. ამაზე ქართული სახელმწიფო იზრუნებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. საკითხს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.