logo
ENG


ლომჯარია: უკიდურესად შემაშფოთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ
  • 517ნახვები

უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე! მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან.

ენმ-ს თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფეისბუქზე გამოეხმაურა.



ასევე ნახეთ
close დახურვა