ირაკლი ღარიბაშვილი არის 2012-იანელი. მის მხრებზე გადაიარა ყველა იმ პერიპეტიებმა, რაც 2011 წლიდან ქართულმა ოცნებამ გადაიტანა. შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობა არა მარტო ოფიციალურში, არამედ არაოფიციალურ ნაწილშიც და მორალის ნაწილში ძალიან დიდია. ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან წარმატებული პრემიერი იქნება. ძალიან გამიხარდა მისი კანდიდატურის დაყენება. წარმატებას ვუსურვებ. ყოველთვის მისი მხარდამჭერი ვიქნები, რაზეა საუბარი
ამის შესახებ ფორმულას ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენის თემის კომენტირებისას განუცხადა.