logo
ENG


გამყრელიძე: გეგმა გვაქვს, მაისის ბოლომდე ორჯერადად ავცრათ 200 000-მდე ადამიანი
  • 1231ნახვები

ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება წელს, თავისი დანაკარგით, დაახლოებით 3,9 მლნ დოზა. აქედან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 1 400 000-ზე. ეს გარკვეულად გარანტირებულია. დამატებით ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებებით ვცდილობთ, რომ 2.5 მლნ დოზა მოვიპოვოთ. ამის პირველი ნაბიჯი მომავალ ორ კვირაში გაირკვევა ამ ე.წ. არაკოვაქსის მექანიზმის გზით ვაქცინების მოპოვებისა. არ ვსაუბრობ წინასწარ, მაგრამ ამას მოჰყვება 2-3 სერიოზული ხაზი ე.წ. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ქვეყანაში ვაქცინების შემოტანის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ სადღაც მაისის ბოლომდე გეგმა გვაქვს, რომ ქვეყანაში ავცრათ დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი ორჯერადად, ხოლო ივნისიდან უკვე მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა