logo
ENG


გაბუნია: კომენდანტის საათი ეფექტური გამოდგა, ჯერჯერობით მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია
  • 923ნახვები

ე.წ. კომენდანტის საათი, ანუ მოძრაობის შეზღუდვა ღამის საათებში, ძალიან ეფექტური გამოდგა ჩვენი გამოცდილებით მობილობის კონტროლისთვის. ამდენად, როდესაც ჩვენ დღეს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამდენი შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ისევ და ისევ ის ეტაპობრიობა, რომელსაც ამდენი ხანი მივყვებოდით და ის, რომ მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღოთ უკვე გადაწყვეტილება იმაზე, თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით კიდევ შეზღუდვები, რომელიც დარჩა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ რეალურად შედეგი გვაჩვენა და ამდენად, მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია ჯერჯერობით.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რა შეზღუდვები იხსნება და როდიდან იხილეთ აქ.



ასევე ნახეთ
close დახურვა