logo
ENG


მდინარაძე: ტრამპს იმის მეასედიც არ გაუკეთებია, რაც საქართველოში მელიამ გააკეთა
  • 2055ნახვები

ჩვენი პოზიცია და მისი [ადამ კინზინგერის] პოზიცია ნამდვილად არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ, მისი კრიტიკის ობიექტები გავხდით. თუმცა ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, როდესაც მისი პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო თავის ქვეყანაში, როდესაც ის აკრიტიკებდა და მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მეასედიც არ გაუკეთებია იმისა, რაც საქართველოში ნიკა მელიამ გააკეთა

ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაზე ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა