logo
ENG


დავით ზურაბიშვილი: სანაიაზე თავდასხმა კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების სიძულვილის შედეგია
  • 1021ნახვები

ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა პირდაპირი შედეგია იმ მიზანმიმართული სიძულვილისა, რასაც ხელისუფლება და სახელისუფლებო მედია ყოველდღიურად აფრქვევს პოლიტიკური ოპონენტების თუ კრიტიკული მედიის მიმართ. ეს არის პირდაპირი შედეგი იმისაა, რომ ხელისუფლებას საკუთარ სამსახურში ჰყავს ჩაყენებული ეს ე. წ. შპანა, უბნის ხულიგნები და კრიმინლური ბანდები, რეგულარულად იყენებს მათ არჩევნების და არა მარტო არჩევნების დროს. ეს პირდაპირი შედეგი იმის, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, საპარლამენტო ტრიბუნიდნ ერის და ქვეყნის მტრებს ეძახის და დეპუტატებად წოდებული უპრინციპო კონფორმისტები მას ტაშს უკრავენ.

ამ ხელისუფლების იმედზე მტერი იყოს, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მოძალადე ნაძირლები კანონის მაქსიმალური სიმკაცრით იყვნენ დასჯილები. წახალისებული სიძულვილის ბოროტი სული არის ის ჯინი, რომელიც ბოთლიდან თუ ამოძვრა, მერე თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, შვილებს თუ მშობლებს შეეხება. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების აქტიურობას. აქ ყველანი, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისაა, უნდა ვიყოთ მკაცრი, შეუვალი და ერთსულოვანი

ასე ეხმაურება პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ფორმულას ტელეწამყვანზე ვახო სანაიაზე თავდასხმას.



ასევე ნახეთ
close დახურვა