logo
ENG


ვაშაძე: სანაიაზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ სიძულვილის ენის წახალისების შედეგია
  • 548ნახვები

გუშინ ღამით ჟურნალისტ ვახო სანაიას დაესხნენ თავს, ეს არის შედეგი ხელისუფლების მიერ სიძულვილის ენისა და აგრესიის წახალისების, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ან ჯგუფების მიმართ. სტრატეგია აღმაშენებელი სასტიკად ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინეთ მკაცრი რეაგირება, რათა ხელისუფლების უყურადღებობისა და წახალისებების შედეგად, ქვეყანაში არ გახშირდეს სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ან ძალადობრივი აქტები!

ასე ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ფორმულას ტელეწამყვანზე ვახო სანაიაზე თავდასხმას.



ასევე ნახეთ
close დახურვა