logo
ENG


ვოლსკი: საქართველო რეიტინგებში მოწინავეა დემოკრატიის, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით
გია ვოლსკი
27 თებ, 2021 15:16
ვოლსკი: საქართველო რეიტინგებში მოწინავეა დემოკრატიის, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით
  • 1752ნახვები

ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია სჩადის, იგივე ვალუტის კურსზე შეტევა, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების დამძიმება, რაც არის ის მექანიზმები, რასაც ოპოზიცია იყენებს, რომ იქნებ არეულობიდან რამე პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს, რაც უპერსპექტივო ძალისხმევაა. 

მაგრამ, ამავე დროს, არის კიდევ ერთი ხაზგასასმელი მომენტი - რეიტინგი არ არსებობს მსოფლიოში, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია, სიტყვის თავისუფლებით, დემოკრატიით, ბიზნესის კეთებით, სასამართლოს ან მედიის დამოუკიდებლობით. ეს არის ფაქტი. ძალიან რთულია, ამ ფაქტების ფონზე მოლაპარაკების მაგიდასთან მიხვიდე და ილაპარაკო საქმეზე და არა იმაზე, თუ როგორ დაანგრიო და არეულობა გამოიწვიო. 

უთხრა ჟურნალისტებს ქართული ოცნების წევრმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა