logo
ENG


ინაშვილი: გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა, პლებისციტი მიუღებელია
  • 410ნახვები

ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და საერთოდ საარჩევნო სისტემისა და გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, პლებისციტი მიუღებელია. იმიტომ, რომ პლებისციტი ისევე გაყალბდება, როგორც გაყალბდა არჩევნები. გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა

ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა ორბელიანების სასახლეში შესვლის წინ განაცხადა, სადაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის მედიაციით შეხვედრა უნდა გაიმართოს.



ასევე ნახეთ
close დახურვა