logo
ENG


ბესელია ივანიშვილზე: ერთადერთი, რაც შეიძლება, იყოს შემაკავებელი ფაქტორი, ეს არის სანქციები
ეკა ბესელია
02 მარ, 2021 23:11
ბესელია ივანიშვილზე: ერთადერთი, რაც შეიძლება, იყოს შემაკავებელი ფაქტორი, ეს არის სანქციები
  • 666ნახვები

[სანქციები] ჯერ არ გვინახავს. [ბიძინა ივანიშვილმა] პროპორციულ არჩევნებზე უკან წაიღო დანაპირები; მოსამართლეებზე ღია ტექსტით ელაპარაკებოდნენ, რომ ესაა ნომერ პირველი თემა, რომლითაც ჩვენ ვზომავთ ქვეყანაში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. მაინც ისე გააკეთა, როგორც უნდოდა. ერთადერთი, რაც შეიძლება, იყოს შემაკავებელი ფაქტორი, ეს არის პერსონალურად, მისთვის სანქციები, რაც აღარ არის შორეული სიზმარი, ერთ მშვენიერ დღეს გახდეს რეალობა. ერთადერთი ამან შეიძლება, დაახევინოს უკან. 

ამაზე პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა