logo
ENG


ცერცვაძე: ჩვენი სისტემა ისრაელზე უკეთ მუშაობს, მათ ვაქცინა აქვთ და ათჯერ მეტი შემთხვევა
  • 8074ნახვები

ისრაელში, რომელმაც პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობა აცრა მოსახლეობის, ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოდის 4 000-ზე ქვემოთ. გუშინ იყო, მაგალითად, 5 000 ახალი შემთხვევა. ისრაელი ორჯერ დიდია ჩვენზე, ჩვენ 4 მილიონი ვართ, ისინი 9 მილიონი არიან. ჩვენ გვაქვს 300 შემთხვევა ახალი, ხან 100, ხან 200 და ისრაელს აქვს 4-5 000 შემთხვევა. ამით მე ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ზომები უნდა გაგრძელდეს. 

სანამ არ იქნება ვაქცინის პარალელურად არ იქნება გამოგონებული ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი, ვაქცინასთან წყვილში, აი, მაშინ დამარცხდება პანდემია. ვაქცინით მოვახდენთ პრევენციას, მედიკამენტით მოვახდენთ ყველას განკურნებას და აღარ იქნება სიკვდილობა

ვიტყვი ამას და შემომედავოს ვინც უნდა. ესე იგი, ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობას, ალბათ, ვიდრე ისრაელი, ცუდი რამე ვთქვი ახლა, ათასი ვინმე შემომედავება, მაგრამ, იმიტომ, რომ მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე ათჯერ მეტი ახალი შემთხვევები აქვთ.

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი რუსთავი 2 -თან სტუმრობისას საქართველოსა და ისრაელში არსებულ ეპიდვითარებებს ადარებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა