დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს მოუწევს უახლოეს პერიოდში ნიკა მელიას გათავისუფლება, ისევე როგორც რამდენიმე პოლიტპატიმრის, რადგან თუ ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას წინ დაუდეს სანქციების პირდაპირი მუქარა და მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება პრაქტიკულად გაყინული და ჩამორთმეული, მის მიმართ მიღებული იქნება სხვა ზომა. ამიტომ, უახლოესი მაქსიმუმ კვირეების და პრინციპში, დღეების განმავლობაში, ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.