logo
ENG


გომელაური ესებუაზე: მესმის, რომ დასაკავებელია
  • 1664ნახვები

ბადრი ესებუას თემაზე იმდენი მაქვს ნასაუბრები... მესმის, რომ დასაკავებელია. მანდ იყო ორი მიმართულება - ან უნდა შევსულიყავით და დაგვეწყო ოპერაცია და შეიძლება დაღუპულიყო ადამიანები, ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ. მე ავუხსენი პრემიერს, არის სამი ვარიანტი, მითხრა, არავითარი სისხლისღვრა. რომ გამოვიდა ადამიანი [ბანკიდან], ვეცადეთ დაკავებას, როგორ არ ვეცადეთ, გავუშვით და წადი ახლა, მშვიდობაში მოიხმარე, მასე ხომ არ გავუშვებდით...

მისი დაკავება დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად სამი კვირის წინ დავაკავეთ 12 წლის წინ ჩადენილ მძიმე მკვლელობაში ძებნილი პირი. არ ვიცი, როდის დავაკავებთ ესებუას, ვმუშაობთ მაქსიმალურად. ოპერატიულად რა დონეზე ვართ, სწორი არ იქნება, ბატონ ესებუას მივაწოდოთ ინფორმაცია, ახლა ამ ეტაპზე ვართ, იმ ეტაპზე ვართ, ახლოს ვართ თუ შორს... გეთანხმებით, რომ დასაჭერია, ითხოვთ ამას და სწორიც ბრძანდებით, რომ მოითხოვოთ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი დაკავება, თუმცა მერწმუნეთ, რომ ყველაზე მეტად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გვინდა, რომ ეს ადამიანი იყოს ძალიან სწრაფად დაკავებული და დასჯილი უმკაცრესად.

თქვა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე საუბრისას. ესებუა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის ოქტომბერში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარსა და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. მან ტერიტორია მოთხოვნილი თანხით იმ დღესვე დატოვა. ესებუას დღემდე ეძებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა