logo
ENG


სვენ მიქსერი: ვითარების განმუხტვაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია
სვენ მიქსერი
09 მარ, 2021 18:40
სვენ მიქსერი: ვითარების განმუხტვაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია
  • 1394ნახვები

მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება არასწორია. ამით პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდა. ძალაუფლების მქონეებს [ხელისუფლება] აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ვითარების განმუხტვის, კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში გამოსავლის ძიების და პროვოკაციებზე დისპროპორციული ძალით არშეპასუხებაზე. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში საკმაოდ კომპლექსურია და არა მხოლოდ შავ-თეთრი. ვითარება საკმაოდ დაძაბულია მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

გარკვეული საარჩევნო დარღვევების მიუხედავად, ოდირმა არჩევნები მთლიანობაში კონკურენტულად მიიჩნია, ოპოზიციამ კი მეორე ტურებს და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. მოვუწოდებ ოპოზიციას, დაბრუნდეს პარლამენტში და მოვუწოდებ მათ პარტნიორ პარტიებს ევროპარლამენტში, მხარი დაუჭირონ ამ მოწოდებას. საქართველოს პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური უთანხმოებები უნდა გადაწყდეს და საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებზე მუშაობა გაგრძელდეს. 
 
ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფება დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ისევე როგორც ქვეყნის სტაბილურობა და ევროატლანტიკური მომავალი, არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მძევლად იქცეს. შესაბამისად, ზომიერი პოზიციის მატარებლებმა ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში უპირატესობა უნდა მოიპოვონ, ამაღლდნენ პოლიტიკურ განხეთქილებებზე და გადაწყვიტონ არსებული პოლიტიკური კრიზისი. 

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი სვენ მიქსერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე განცხადებას ავრცელებას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა