logo
ENG


კოფი: კარგი იქნებოდა, ტონი ბლინკენი ჩასულიყო თბილისში, მხარეებისთვის კომპრომისის მოსაძებნად
ლუკ კოფი
12 მარ, 2021 10:28
კოფი: კარგი იქნებოდა, ტონი ბლინკენი ჩასულიყო თბილისში, მხარეებისთვის კომპრომისის მოსაძებნად
  • 894ნახვები

გამოწვევები, რომლებსაც ვხვდებით სამხრეთ კავკასიაში, შესაძლოა, მხოლოდ აშშ-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობით გადაიჭრას. რეგიონი შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვერც კი წარმოვიდგენ, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენა რეგიონში კონფლიქტებმა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

საქართველოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩემთვის ეს არის ერთგვარი პროცესი კარგი მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ერთად ბუნდა იმუშავონ და დაეხმარონ საქართველოს, ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე. ძალიან კარგი იქნებოდა, სახელმწიფო მდივანი [ტონი] ბლინკენი ჩასულიყო საქართველოში, თბილისში, რათა მიეხმაროს მხარეებს კომპრომისის მოძებნაში, რათა სიტუაცია ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდეს.

რაც შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, თითქოს არ უჩანს ბოლო ამ გვირაბს. მგონი, ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალური გეგმაა საჭირო.

ამის შესახებ ჰერითიჯის ფონდის მკვლევარმა ლუკ კოფიმ  ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ონლაინ სადისკუსიო პანელზე ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა