logo
ENG


დავითულიანი გახარიაზე: რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება, მით უარესი რადიკალური ოპოზიციისთვის
  • 631ნახვები

რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება შექმნას პოლიტიკური ძალა და წარმოაჩინოს თავისი ხედვები ამ პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება როგორც დღეს განაცხადა, რა თქმა უნდა, კონკურენტი იქნება, იმიტომ რომ ის ამ პარტიიდან წასულია. გააკეთოს ჯერ თავისი პოლიტიკური გეგმების ანონსი და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე. ის იყო კარგი პრემიერმინისტრი, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული და თუ იგივე წარმატებით განაგრძობს ოპოზიციის როლში მოღვაწეობას, ეს მხოლოდ კარგი იქნება ქართული პოლიტიკისთვის.

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა