logo
ENG


ტიკარაძე: ფაიზერი გამოიკვეთა, როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა
  • 1258ნახვები

რა თქმა უნდა, ფაიზერი გამოიკვეთა, როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, თუმცა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა.

მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში სამწუხარო და უბედური შემთხვევის განვითარების შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია. ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულთან ერთად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გურიაში, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა