logo
ENG


წულუკიანი კულტურაზე: ის, რომ სისტემა შეიქმნება, ეს ორჯერ ორი ოთხია
  • 1598ნახვები

თურმე, ინგა გრიგოლია ავითარებს მოსაზრებას, რომ თეა წულუკიანს უნდა ცენზურა, ოღონდ ვერ აკონკრეტებს რა ბერკეტი მაქვს ცენზურის, ეს სასაცილოა. ისიც უთქვამთ, რომ მე ვარ ბერია. მინდა ინგა გრიგოლიას ვკითხო - სად არის ცენზურა? არ არის ცენზურა. ის, რომ სისტემა შეიქმნება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამ სფეროში სისტემა არ არსებობს. თუ არ იქნება სისტემა, თუ არ იარსებებს ფულის ხარჯვის სწორი წესი, ძვირფას მომღერლებს, ქალბატონ ანიტას, მინდა ვუთხრა, რომ ვერ იქნებიან ისინი ხელშეწყობილები. ამიტომ, ჩემი მიზანია, რომ მათ ხელი შევუწყო

ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა