logo
ENG


ტიკარაძე: შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მე-3 ტალღის დასაწყისი
  • 1872ნახვები

ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია. აქ მნიშვნელოვანია, ერთობლივი ღონისძიებები გატარდეს - ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული გამართვა, ასევე ჩვენი მოქალაქეების მოტივირება, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების მხრიდანაა მოწოდებული აუცილებლად უნდა იყოს დაცული. შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნუ უგულებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენ ამ ეტაპზე გაგვაჩნია

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა