logo
ENG


მეზვრიშვილი მელიაზე: შეიძლებოდა ბრალდებულის დატოვება საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე
  • 1803ნახვები

ვთვლიდი, რომ შეეძლოთ შესაბამის ორგანოებს და დღესაც ასე ვთვლი, კანონი სხვაგვარად განემარტათ და ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ის პროცესები, რაც მივიღეთ და თავიდან აგვეცილებინა ის დამაზიანებელი პროცესები ქვეყნისთვის, რომელიც ერთი ბრალდებულის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეს მოჰყვა. შეიძლებოდა საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება და ამისი ბერკეტები, ვთვლი, რომ მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდათ და ამისი შესაძლებლობა, ვთვლი, რომ დღესაც არსებობს

განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ტვ პირველის ეთერში. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. რაც შეეხება ნათია მეზვრისვილს, მან თანამდებობა გასული წლის 23 ნოემბერს დატოვა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა