როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს. მეუბნებიან: "შენ ესენი [კულტურის სფეროს ადამიანები] პატიმრები არ გეგონოს, ესენი უფრო რთული ხალხია", ამ დროს, სულაც არ მგონია, რომ პატიმრები რთული ხალხია. ამიტომაც, უკვე ღიმილით ვუყურებ ამ სამძიმარნარევ მოლოცვებს, რომ "შენ ამას ვერ იზამ, იმიტომ, რომ ესენი ამდენი წელია ყველა მინისტრს სისხლს უშრობდნენ" და ბოლოს ეს გადადის ხუმრობებში.
თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედის ეთერში.