logo
ENG


სამადაშვილი: შევთავაზეთ პლებისციტი ახალ კონსტიტუციაზე, მის საფუძველზე ვადამდელის ჩატარებაზე
  • 568ნახვები

გვქონდა შანსი მიგვეღწია შეთანხმებისთვის, რომელიც დასახელებული იყო მიშელის გეგმაში. 5 პუნქტი იყო, აქედან 3-ზე ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი დათანხმდა, დანარჩენი ესა პოლიტპატიმრებისა და არჩევნების საკითხი. შევთავაზეთ არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტის.

მაგალითად, პლებისციტზე დასმულიყო განსახილველად საკითხი ახალი კონსტიტუციის მიღების და მის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს იყო მომავლისკენ მიმართული ხედვა. პოლიტპატიმრებზე შევთავაზეთ არაერთი შესაძლებლობა, რაც მათ მისცემდა კომფორტს, რადგან გვესმის პრობლემატურია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ხელის მოწერა.

ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა მედიაციის უშედეგოდ დასრულებული მეორე რაუნდის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა