logo
ENG


მინაშვილი: შეთანხმება შეთანხმებისთვის ვერ შედგებოდა
  • 729ნახვები

ქართულ ოცნებას შეეშინდა მცირე ნაბიჯის გადადგმა კომპრომისისთვის. შეეშინდათ შემხვედრი ნაბიჯის. [...]

ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია, თუმცა შეთანხმება შეთანხმებისთვის ვერ შედგებოდა. ეს იყო ისეთი, სადაც იქნებოდა კონკრეტული გზა, კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან. პოლიტპატიმრების გათავისუფლება მნიშვნელოვანია, რაც ნიშნავს სიტუაციის დამშვიდებას. ასევეა, რეალური რეფორმების გატარება და შედეგად, ვადამდელი არჩევნების განხორციელება.

ქართული ოცნება არ დაეთანხმა, თუნდაც იმ რეფორმების ნაწილს, რაც ჩამოთვლილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იქაც იყო კითხვის ნიშნები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არც წინა არჩევნები ჩაატარეს სამართლიანად და არც მომავალში აპირებენ.  

ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა მედიაციის უშედეგოდ დასრულებული მეორე რაუნდის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა