logo
ENG


ღარიბაშვილი პროტესტზე: ეს გააკეთეს მაშინ, როცა ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის
  • 994ნახვები

მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც, ნაციონალური მოძრაობისა და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა, ამჯერადაც ეს გააკეთეს იმის ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტურისტების შემოსვლა, მით უმეტეს, ამ ვითარებაში.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის შედეგად გამოწვეულ პროტესტს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.



ასევე ნახეთ
close დახურვა