logo
ENG


ჯაფარიძე პოზნერზე: კრემლის საჯარო რუპორებმა უნდა იცოდნენ, რომ აქ ელარჯს ვეღარ გაწელავენ
  • 1306ნახვები

სიმართლე გითხრათ, ქვეყანაში შემოსვლა არ მგონია პრობლემა. შეიძლება, გქონდეს რაღაც დაწესებული, რომ სიტყვაზე, სამხედრო მოქმედებებში თუ აქვს მონაწილეობა მიღებული ან თუ ინფორმაცია აქვს სპეცსამსახურებს, რომ ვიღაც დივერსიას ან ტერაქტს აწყობს, ასეთ შემთხვევაში აუკრძალო შემოსვლა. სხვა შემთხვევაში, მგონია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შემოსვლის უფლება, ისევე როგორც პოზნერს, ოღონდ სწორი არის ის რეაქცია, რომელიც მას დახვდა. ფორმა შეიძლება არ მოგწონდეს, კვერცხების სროლა და რაღაცები, მაგრამ მაგას რომ თავი დავანებოთ, სწორი არის ის, რომ ეგეთმა ადამიანებმა, ვინც მართლა საჯარო რუპორები არიან კრემლის, იცოდნენ, რომ მათთვის საყვარელი ქართული სტუმარ-მასპინძლობა არის დამთავრებული და ვეღარ გაწელავენ აქ ელარჯს. ეს არის სწორი გზა. ყოველ შემდეგ ჯერზე, თუ ეგეთი ვინმე გაბედავს საქართველოში შემოსვლას, უნდა დახვდეს იგივე პასუხი. რიგით რუს ტურისტებს საქართველოში არასოდეს არავინ ერჩოდა და არც ახლა არ ერჩის.

 

განაცხადა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა