კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ჩვენი ცენტრი ვერ გაუწევს. ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და აქვს გაუარესების ტენდენცია. კომენდანტის საათის დროს, მობილობის შემცირება მძლავრი იარაღია ინფექციის გავრცელების შენელების და შეზღუდვის.
ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა ეპიდსიტუაცია, თუ ამას ასე დავიჭერდით, განიხილებოდა შემცირება საათის და გადაწევა, მაგრამ ამ ეტაპზე იცით დღევანდელი, გუშინდელი განცხადებები ევროპული ქვეყნის, სადაც პირიქით, კომენდანტის საათი დააწესეს საღამოს 6 საათიდან. ამ ეტაპზე ეს არ განიხილება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფეისბუქლაივის დროს ისაუბრა.