გუშინწინ რაც მოხდა, ეს იყო ჩვენი ღირსების კიდევ ერთი საოცარი დამადასტურებული ფაქტი, მე ამაყი ვარ ჩვენი ახალგაზრდებით, აი, ამაყი ვარ მართლაც, კიდევ ერთხელ, როგორც გავრილოვის ღამეს.
თქვა მხატვარმა გია ბუღაძემ ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. პოზნერს აქტივისტებმა აქციები გაუმართეს, რის გამოც ის იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.