logo
ENG


მელია: გამოსასყიდით იყიდე თავისუფლება, თან ისე, რომ 20 ივნისი გავაყალბოთო
ნიკა მელია
03 აპრ, 2021 20:57
მელია: გამოსასყიდით იყიდე თავისუფლება, თან ისე, რომ 20 ივნისი გავაყალბოთო
  • 1065ნახვები

გამოსასყიდით იყიდე თავისუფლებაო, თან ისეო, რომ საქართველოს ისტორიის უკანასკნელი უმნიშვნელოვანესი თარიღი, 20 ივნისი გამაყალბებინეო. ანუ ანტისაოკუპაციო აქციის შინაარსი შევცალოთო და თავისუფლების მოყვარე პატრიოტებს დამნაშავეები დავარქვათ და დამნაშავეებს, ივანიშვილის პირად მცველებს პატრიოტები შევარქვათ. ისტორიამ ეს ამბავი ასე შემოინახოსო. ანუ რას ეუბნებიან - ფული გადაიხადე, პარლამენტში შემოდი და 20 ივნისზე ამნისტიას ხელი მოაწერეო. გამორიცხულია ეს. ჩემთვის გირაოს არგადახდაზე მეტად პრინციპული არის ის, რომ ჩემი თავისუფლება არ გაიცვალოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღში და ისტორია ამით გაყალბდეს.

თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტვ პირველთან სატელეფონო ინტერვიუში. მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა