logo
ENG


გამყრელიძე: მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში
  • 5317ნახვები

ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, უფრო და უფრო უარესდება. ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა, ბოლოს სადღაც 8 საათისთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25 000 ტესტის ფონზე. მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა, რომ ეს იყოს, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას.

ყველა მცირე ეპიდაფეთქებები, კლასტერები, ახლა რაც გვაქვს, დაახლოებით 10-მდე, უკავშირდება ისევ და ისევ დიდ თავშეყრებს - ქორწილებს, ქელეხებს. თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა კიდევ უფრო მეტად, მაშინ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა გამკაცრებაზე.

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია იმედთან საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა