logo
ENG


გამყრელიძე: პირველი განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, რამეთუ ეპიდსიტუაცია უარესდება
  • 708ნახვები

პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება, რაც წინა ეტაპია საყოველთაო გავრცელების, ამიტომ ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი. პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით.

ამიტომაც, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, პირველ რიგში ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს არის დაწესებული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეპიდემიოლოგიური მიმოხილვის დროს განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა