logo
ENG


ღარიბაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს
  • 903ნახვები

პირველ რიგში მინდა, შევეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც; შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს, ამის ერთადერთი მექანიზმი არის რეგულაციების დაცვა. პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება - ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომელზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გამო უნდა წავიდეთ, მანამ ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ.

 

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.



ასევე ნახეთ
close დახურვა