გიორგი ვაშაძე იყო ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ამიტომ, ვფიქრობ, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება და ვინც თვლის, რომ დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის.
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე საუბრისას.