logo
ENG


გუმბარიძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაიწყონ კრიტიკულ მედიაში სიარული, მოვიდნენ ფორმულაში
  • 948ნახვები

მინდა, მივმართო ამ ქვეყნის ხელისუფლებას, მივმართო პრემიერმინისტრს, კახა კალაძეს და ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

გასაგებია, რომ სახელისუფლებო მედიებზე თქვენი ყოფნა, თქვენთვის კომფორტულია, თუმცა თქვენ პასუხისმგებელი ხართ ამ ქვეყანაში ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც.

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, დღესვე გამოიყენოს ეს შანსი, დღესვე დაიწყონ მათ კრიტიკულ მედიაში სიარული, დღესვე მოვიდნენ ფორმულაში, შეწყდეს ეს რიტორიკა, პარტიულ ტელევიზიასთან და ყველანაირ შინაარსგამოცლილი მესიჯბოქსი.

დღეს არის ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას პოლიტმეტრი და მზად ვართ, მივიღოთ ხელისუფლების წარმომადგენლები, რადგან მათ ევალებათ, კრიტიკულ კითხვებს გასცენ პასუხი. ამ ქვეყანაში ახალი არაა ის, რომ მედიები გააჩნიათ ხელისუფლებებს და ეს სადღაც უნდა დასრულდეს.

 

 

ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა