logo
ENG


ჩარკვიანი გია გაჩეჩილაძეს: სიყვარული არ იცვლება რადიო სიხშირესა და მილიონებზე 
  • 1349ნახვები

გიას ვეთანხმები იმ წარწერაში, რომ ღმერთი სიყვარულია, მართლა სიყვარულია ღმერთი, მაგრამ მას დიდი მოწიწებით ვეტყოდი და მასვე დავესესხებოდი: "სიყვარული ხომ რადიო სიხშირეზე არ იცვლება?!", არც 3 მილიონზე იცვლება. მისგან მაქვს მოსმენილი, რომ იპოდრომზე, მიტინგი რომ დავშალეო, იმიტომ დავშალეო, რომ სააკაშვილმა სიხშირე შემომთავაზა და ავიღეო. ჩვენ იდიოტებივით რომ ვენდობოდით იმ ოპოზიციურ პროცესს მაშინ, ყოფილი ხელისუფლების დროს, მისივე განცხადებით, ის თურმე რადიო სიხშირეზე ცვლიდა. მან არ იცის, რომ ეს სიყვარული არ იცვლება მილიონებზე და რადიო სიხშირეზე. ამიტომ არ მჯერა ამისი, თორე ღმერთი რომ სიყვარულია, ამიტომ არ მინდა რომ აგრესია იყოს...

გვაქვს ინფორმაცია, რომ აიპებიდან და სსიპებიდან გამოჰყავდათ ადამიანები. ასეთი აგრესია ან იმ ქალბატონების - "აი თქვენი ტელევიზია ასეთია ისეთია"... საქართველოს მთელი სახელფასო ფონდის უკან ვინც დგას, ძაან კარგად ვიცით, ის ქალბატონი რომ გამოდიოდა და ამბობდა დღეს, თქვენს უკან დგას კეზერაშვილიო, კი მაგრამ მის უკან ხომ ვიცით ვინც დგას. მთელი საქართველოს უკან დგას ერთი ოლიგარქი. ფულს უხდის ოჯახებს, რომ ერთმა ოჯახმა გალანძღოს მეორე ოჯახი, იმიტომ რომ თვითონ კარგად იყოს. 

განაცხადა კანონი და სამართლის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ფორმულას გადაცემაში კომენტარი



ასევე ნახეთ
close დახურვა