პუტინს შეაჩერებს ორი რამ: პირველი - რუსები, რუსი ხალხი, ისინი აგრძელებენ მოთმენას, მაგრამ ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და მეორე სოლიდარობა... სოლიდარობა, ძალიან სუსტიც კი, 2008 წელს სოლიდარობამ შეაჩერა პუტინი საქართველოში, ამ სოლიდარობამ შეძლო ეს. ამჟამად ეს უფრო შესაძლებელია, უფრო კარგი გაგება გვაქვს, ყველას კარგი გაგება გვაქვს თუ ვინ არის პუტინი...
კრემლი კლავს მომავალს, ცდილობს დაიქვემდებარეს დემოკრატიები ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყნებში. მათ ვერ დავარქმევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ჩვენ არ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ჩვენ დემოკრატიული ქვეყნები ვართ ჩვენი ტრადიციებითა და მომავლით. ძალიან შორს ვართ მოსკოვისგან, ჩვენ არ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნები
განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა ფორმულას გადაცემაში კონტექსტი. [სინქრონული თარგმანი]