ქართული ოცნების იმედი ცხადია, ჩემ მტერს ჰქონდეს, მაგრამ ჯანსაღი აზრის ფარგლებში, მოლოდინი და პატარა იმედი მაინც მინდა დავიტოვო, რომ ოდნავ ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს. ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, ეს უდავოა, იმიტომ, რომ კრიზისი ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ბრუტალურად დააპატიმრა მელია. რა თქმა უნდა, განმუხტვას შეუწყობს ეს ხელს, თუმცა მთავრობას ეს აქამდეც ესმოდა, მაგრამ ამ ნაბიჯებს არ დგამდა.
განაცხადა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი. დღევანდელ პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება.