logo
ENG


უგულავა მელიას პატიმრობაზე: 30 სასამართლო მქონია და მსგავსი უსინდისობა არ მინახავს
გიგი უგულავა
13 აპრ, 2021 16:02
უგულავა მელიას პატიმრობაზე: 30 სასამართლო მქონია და მსგავსი უსინდისობა არ მინახავს
  • 1130ნახვები

კატასტროფა იყო მე რაც ვნახე. 30 სასამართლო მქონია და ასეთი უსისხლძარღვო უსინდისობა მე უბრალოდ არ მინახავს. კარგი ის არის, რომ ვინც იტყვის ქართული ოცნებიდან, ნიკა მელიას ხელშია, გადაიხადოს და გამოვაო, შეგიძლიათ, ტყუილისთვის და შეურაცხყოფისთვის სახეში შეაფურთხოთ. დღეს მოსამართლემ და სასამართლომ ამის უფლება ყველას მოგცათ, იმიტომ, რომ სახეში გატყუებენ. არავითარი გირაო არ არსებობს და იტყუებოდნენ, უნდოდათ დაპატიმრება, იმიტომ, რომ პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია. ეს ამბავი გრძელდება ახლა, გრძელდება ვაჭრობა. ეს არის მანტიაში შეხვეული რაღაც საზიზღრობა, რომელსაც სასამართლო უბრალოდ დააბრალეს და დაარქვეს. 

განაცხადა გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის შემდეგ. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მელიას გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ენმ-ს თავმჯდომარე პატიმრობაში დატოვა



ასევე ნახეთ
close დახურვა