logo
ENG


სამხარაძე: 20 ივნისის შემდეგ ოცნებამ გახარია დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა
  • 904ნახვები

მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, ოცნებამ სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა არჩევნებშიო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, იმ "სხვისის" გუნდის წევრები, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ.

მიუხედავად ამისა, იმ "სხვამ" მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება. ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ "სხვას", რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა.

წერს ქართული ოცნების დეპუტატი და პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. დღეს, 14 აპრილს გახარიას გუნდმა ქართული ოცნება დატოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა