logo
ENG


გახარიას თანაგუნდელი დაუშვილი 20 ივნისზე: იყო გადაცდომები... გამოყენებული ძალა იყო თანაზომიერი
  • 1048ნახვები

2 საათზე მეტი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო თავდასხმა, ძალადობრივი შტურმი საქართველოს პარლამენტზე, პოლიცია პარლამენტის შენობას იცავდა აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც უბრალოდ შეუძლებელი გახდა ამ ძალადობრივი შტურმის მოგერიება, ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ აქტიური საშუალებების გამოყენება.

ადრეც გვითქვამს და მომავალშიც გავიმეორებთ, რომ იყო გადაცდომები, ამ გადაცდომებზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს. შესაბამისი საქმეებიც მიმდინარეობს სასამართლოში. საბოლოო ჯამში, მთელი ეს პროცესი იყო ლეგიტიმური და გამოყენებული ძალა იყო თანაზომიერი. 

 

ამის შესახებ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელმა, მიხეილ დაუშვილმა მტავარი არხის ეთერში ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა