მივიჩნევ, რომ დეპუტატები, რომლებიც ქართული ოცნების რესურსით მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ ქართული ოცნების სახით დაუჭირა მხარი, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი. მე პირადად, ასე მოვიქცეოდი. ასეთივე შეფასება და რეაქცია მქონდა წინა წლებშიც ჩვენი გუნდიდან გასულ ადამიანებთან მიმართებით.
ქართული ოცნებიდან გიორგი გახარიას გუნდში გადასულ დეპუტატებზე ნინო წილოსანმა პარლამენტში ისაუბრა.