სრულიად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის კონკრეტული შემოთავაზებების დროა NATO-ს MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის თაობაზე. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინას და საქართველოს მშვიდობის საკითხში ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვთ
წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. მანამდე ზელენსკისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.