იქნებ შეკითხვა მაინც დასვათ, ყველანაირი სტატისტიკით მძიმე დანაშაულები ორჯერ, თუ მეტჯერ არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულებების რაოდენობა, რომელსაც საერთოდ ყურადღება არ ექცეოდა და მათ შორის იყო ოჯახური ძალადობის თემა, კიბერდანაშაულზე ხომ არაფერს ვამბობ. სამწუხაროა, მაგრამ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ასეთი დანაშაულები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა. საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს ეს არ გამოდგება ამის ინდიკატორად. დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში. შეგახსენებთ, რომ ავლაბრის მეტროსთან მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი დღეს, დაახლოებით, 13 საათისთვის შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.