logo
ENG


ხოშტარია: დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ, გაურკვეველია პოლიტპატიმრების და არჩევნების საკითხი
  • 794ნახვები

თუ არ იქნება რეალური კრიზისიდან გამოსავლის დოკუმენტი, უბრალო ხელმოწერისთვის, რომ ჩვენ ვინმესთან ქულა ჩავიწეროთ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. ამ დოკუმენტში აბსოლუტურად გაურკვეველი არის პოლიტპატიმრების საკითხი, რურუა-მელიას საკითხი და არჩევნებზეც ქართული ოცნება გვეუბნება, რომ 40%-მა გადაწყვიტოს 60%-ის წინააღმდეგო. უმცირესობის და უმრავლესობის ცნებას ცვლიან. 

ამიტომ, როგორც რაღაც პროცესის ნაწილი, იყოს, გავაგრძელოთ ეს პროცესი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის, რომ წნეხი გაიზარდოს ქართულ ოცნებაზე, რომ რეალურ გამოსავლამდე მივიდეთ.

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია ქართული ოცნების განახლებულ პოზიციებს აფასებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა