მე ვფიქრობ, რომ სწორი იქნება პაუზა ავიღო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით მოლაპარაკებებზე სიარულს არ და ვერ გავაგრძელებ.
რაც შეეხება პარლამენტში საქმიანობას. დღეს ყველა ადამიანმა, ვინც ხელი მოაწერა ამ საპარლამენტო შეთანხმებას, ხელი მოაწერა იმას, რომ ინიცირება, რომ მოხდება ამნისტიის კანონის, ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე შევა ოპოზიცია, ანუ ჩვენ შევალთ პარლამენტში, იმისათვის, რომ გავათავისუფლოთ, მათ შორის გადაწყვეტილება მივიღოთ ნიკა მელიას განთავისუფლებასთან დაკავშირებით.
შეცდომა დაუშვა პარტიამ, ჩემი აზრით. მთავარი ოპოზიციური პარტია არ მოიქცა სწორად. ჩემთვის გაუგებარია შუალედური გადაწყვეტილება. თუ ენმ გეგმავს, რომ შემოვიდეს პარლამენტში და ნიკა მელიას განთავისუფლება მნიშვნელოვან ამოცანაა, დრევანდელი შეთანხმება იყო არა იდეალური, მაგრამ გზა ამის მისაღწევად.
ამის შესახებ ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.