logo
ENG


სამადაშვილი ენმ-ის დატოვებაზე: მელიას გათავისუფლების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას
  • 825ნახვები

ამ ეტაპზე, მე, ცხადია, აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს, ცხადია, დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას. მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას. იმედია, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დანარჩენს კი, საღამოს ეთერებში გაგიზიარებთ, უფრო დეტალურად.

წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში. ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი გუშინ, 19 აპრილს მოაწერა. ხელი ინდივიდუალურად მოაწერა სამადაშვილმაც, რის გამოც ის თანაგუნდელების ნაწილმა გააკრიტიკა.



ასევე ნახეთ
close დახურვა