logo
ENG


ტიკარაძე: ხვალ კოვიდსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დამატებით რეგულაციებზე ვიმსჯელებთ
  • 893ნახვები

ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება. ამის გამო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან არის გამკაცრებული ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ იქნეს ჩვენი მხრიდან შენარჩუნებული მსგავსი მიდგომა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა - პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა იმისათვის, რომ მოხდეს დროული შეკავება ინფექციის გავრცელების. ჩვენ გვქონდა 1 790 ინფიცირების შემთხვევა დღიური და უკვე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათასს აღემატება, რაც რა თქმა უნდა, ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით და ხვალ [21 აპრილს] პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებს და ღონისძიებებს, რომელიც იქნება ეფექტური.

განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. დღეს, 20 აპრილს, საქართველოში კორონავირუსის 1 792  შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 663 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა