logo
ENG


ვაშაძე: ვინც 20 ივნისს გადაწყვეტილება მიიღო, დაწყებული გახარიადან, არავის შეეხება ამნისტია
  • 1588ნახვები

ღიად და გულწრფელად გეუბნებით, ჩემთვის დამნაშავე არის არა პოლიციელი, რომელმაც კონკრეტული ქმედება ჩაიდინა, არამედ ის ადამიანი, ვინც დავალება გასცა. ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. ანუ, იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხებათ. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ შეეხება ეს კანონი, ვერ შეეხება, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სამუშაო ვახშმის შემდეგ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა