წინა კვირების განმავლობაში ჩვენ კონკრეტულად ვადგენდით თუ რა რაოდენობის ბრიტანული შტამის მატარებელი გვყავდა ქვეყანაში, თუმცა, როგორც ბატონმა ამირანმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის, აღარ არის ჩათვლილი საჭიროდ ჩვენ იდენტიფიცირება გავაკეთოთ არის თუ არა ეს ბრიტანული შტამი, ვინაიდან ინფექციონისტების და ეპიდემიოლოგების დასკვნით, ქვეყანაში უკვე მასიურად არის გავრცელებული და გაცილებით უფრო მეტი წილი უკავია ბრიტანულ შტამს, ვიდრე ეს იყო მეორე ტალღის დროს არსებული ინფექციის შტამი
განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.